10 ნოემბერს დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიში,
გურჯაანის რაიონის სკოლებისთვის.
გურჯაანის რაიონის სკოლებისთვის.
გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობსალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით).

ისტორიული წარსული
არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული; 1965 წელს აქ აღმოჩენელია ქვის ხანის ადამიანის სადგომი.

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ“ გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.
1917 წლამდე ახლანდელი გურჯაანის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1921 წლამდე თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან ის ჯერ კახეთის ოლქის, შემდეგ გურჯაანის რაიონის შემადგენლობაში შევიდა და შესაბამისად ჯერ საოლქო, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონული და სარკინიგზო კვანძი გახდა. 1934 წლიდან სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით შეიქმნა ქალაქი გურჯაანი.
კახეთის რეგიონში გურჯაანი ორ დასახლებულ პუნქტს ეწოდება - ქალაქსა და სოფელს და ისინი ერთმანეთის გვერდითაა.